ირაკლი კოვზანაძე - 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში დეფიციტის და მთავრობის ვალის მოცულობა, საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში დეფიციტის და მთავრობის ვალის მოცულობა, საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებზე საუბრის დროს, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

დეპუტატებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ პროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ირაკლი კოვზანაძემ შემაჯამებელ გამოსვლაში მაკროეკონომიკურ პარამეტრებზეც ისაუბრა.

„კანონპროექტით 2019 წელს მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი, შენარჩუნებულია 4.5%-ის დონეზე, დეფიციტი ნარჩუნდება მშპ-ის 2.6%-ის ფარგლებში, მთავრობის ვალის მოცულობა მშპ-თან მიმართებაში კი-44.3% შეადგენს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ორივე ეს პარამეტრი, ანუ დეფიციტის და მთავრობის ვალის მოცულობა, შესაბამისობაშია როგორც საერთაშორისო სტანდარტებთან, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან“, - განაცხადა კოვზანაძემ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობა იზრდება 92.8 მლნ ლარით და 12 956.5 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო გადასახდელები - 223.1 მლნ ლარით და 13 313.1 მლნ ლარს აღწევს. დაფინანსება ეზრდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს - 131 მლნ. ლარით; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - 10 მლნ ლარით;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - 25 მლნ ლარით;

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ასიგნებები-130.0 მლნ ლარით; ხოლო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის გათვალისწინებული ტრანსფერი კი 100.0 მლნ ლარით იზრდება.

აღნიშნულ ინფორმაციას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატი ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო