ნუკრი ქანთარია სუს-ის უფროსის კანდიდატურასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებებზე - სხვა პლანეტიდან ვერ ჩამოვიყვანთ ხალხს

სხვა პლანეტიდან ვერ ჩამოვიყვანთ ხალხს,- ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ შეფასებებს. მისივე თქმით, სუს-ი პოლიტიკურ იარაღად არ გამოიყენება და ოპოზიციის კრიტიკა საფუძველს არის მოკლებული.

„გრიგოლ ლილუაშვილი იყო კომიტეტის თავმჯდომარე ჩვენთან. მე მაქვს პირადად სრული ნდობა. მან გამოცდილებაც სათანადო მიიღო და ამ მხრივ, მგონია, რომ პრობლემა არ შეექმნება.

მისი ვალდებულებაა იყოს ზეპარტიული რადგან მიდის ამ თანამდებობაზე, სხვანაირად ეს ადვილი შესამჩნევი იქნება“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, მთავრობის მიერ პარლამენტისთვის სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენილი გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურის განხილვა მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა