რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. წინასწარი ინფორმაციით, მოტოციკლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად გარდაიცვალა მოტოციკლის მძღოლი.

როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6-ე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო