მამუკა ხაზარაძე - ნუ გადავაყოლებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების საქმეს ამ სატელევიზიო გაცვლა-გამოცვლას - ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქმე გვაქვს სერიოზულ პროექტთან

მოდით, ნუ გადავაყოლებთ ჩვენს მომავალს, ჩვენი ეროვნული ინტერესების საქმეს ამ სატელევიზიო გაცვლა-გამოცვლას. ჩვენ მზად ვართ, კომპანია მზად არის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე კონსტრუქციულად გააგრძელოს დიალოგი, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც ისაუბრა ანკლიის პორტის მშენებლობასა და „ანაკლიის კონსორციუმის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დაკონტრაქტებული კომპანიები მზად არიან, რომ პორტის მშენებლობა დაიწყოს.

„რაც შეეხება ყველა იმ სატელევიზიო გაცვლა-გამოცვლას ჩვენი მხრიდან და სახელმწიფოს მხრიდან, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს სერიოზულ პროექტთან, ჩვენი მომავლის პროექტთან. საქმე არ ეხება მამუკა ხაზარაძეს. მე აღარ წარმოვადგენ კომპანიას. ჩვენი აქციები გადაცემულია „სატრასტო ფონდისთვის“. დღემდე ჩადებულია 75 მილიონი დოლარი, დაკონტრაქტებულია მშენებელი, დაკონტრაქტებულია „ჰიუნდაი“ , დაკონტრაქტებულია ჩინური კომპანია, ყველა მზად არის, რომ პროექტი დაიწყოს.

შესაბამისად, მოდით, ნუ გადავაყოლებთ ჩვენს მომავალს, ჩვენი ეროვნული ინტერესების საქმეს ამ სატელევიზიო გაცვლა-გამოცვლას. ჩვენ მზად ვართ, კომპანია მზად არის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე კონსტრუქციულად გააგრძელოს დიალოგი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო გამოავლენს თავის ძალიან მკაფიო ნებას. საჭირო იყო მარტივი წერილი, ახლა ეს მარტივი წერილიც არ შველის. საჭიროა, ძალიან მკაფიო გარანტია კონკრეტულ ადრესატებზე, რომელიც ჩვენ ჩამოვიყვანეთ. ასე შეიძლება ეს საკითხი მოტრიალდეს და ანაკლია აშენდეს ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა