USAID-ი  საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერის  ახალ პროგრამას იწყებს

USAID-ი საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერის ახალ პროგრამას იწყებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“USAID-დან აცნობეს, 18 ოქტომბერს, USAID ოფიციალურად გამოაცხადებს ახალი 4 წლიანი, საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების პროგრამის დაწყებას - „ერთი წელი 2020 წლის არჩევნებამდე: მოქალაქეებზე ორიენტირებული პოლიტიკა“.

მათივე ინფორმაციით, პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 14 მილიონი დოლარია, საერთაშორისო და ადგილობრივ ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური პროცესების ჩამოყალიბებას. ეს პროგრამა ამერიკის მთავრობის დახმარებაა 2020-2021 წლების არჩევნებისთვის და შემდგომი პერიოდისთვის.

პროგრამის განხორციელებაში ჩართული ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციიდან სამი საერთაშორისო ორგანიზაციაა: საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი (IFES); საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI). ექვსი კი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია: საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP); აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ (PMMG) და საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TIG). USAID-ის ცნობით, ეს ორგანიზაციები სხვადასხვა პროექტების განხორციელებით ხელს შეუწყობენ სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას და გააძლიერებენ კონტროლს პოლიტიკურ ინსტიტუტებზე.

პროგრამის გახსნაში მონაწილეობას მიიღებს USAID და ამ პროგრამის განხორციელებაში ჩართული ყველა პარტნიორი ორგანიზაცია. გახსნის ცერემონიალზე საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ ამერიკის და საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირები. გაიმართება ორი პანელი: „პოლიტიკა პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში“ და „მოქალაქეების ჩართულობა პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს