ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით Independent-ის ჟურნალისტმა საქართველოს სამთო კურორტების შესახებ ვრცელი სტატია მოამზადა

„რატომ არის საქართველო ექსტრემის მოყვარულთათვის საუკეთესო სათხილამურო მიმართულება“ - ამ სათაურით ბრიტანული გამოცემა Independent საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გავლენიანი ბრიტანული გაზეთის ჟურნალისტმა ალფ ალდერსონმა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა.

მათივე ცნობით, ჟურნალისტი მკითხველს სვანეთში მიღებულ შთაბეჭდილებებს უზიარებს და სამთო კურორტებს თეთნულდს და ჰაწვალს აღწერს.

„ლონდონიდან თბილისამდე 4 საათიანი ფრენა რთული არ არის, თბილისიდან მესტიამდე ფრენას დიდი დრო არ სჭირდება, თუ სახმელეთო ტრანსპორტით მოგზაურობა მოგიწევთ, თქვენ საშუალება მოგეცემათ ულამაზესი ბუნება, ხეობები, მდინარეები და ტყეები იხილოთ, სადაც დათვები, მგლები და ფოცხვერები ბინადრობენ. აქ მთები უფრო მაღალია ვიდრე ალპებში",-წერს Independent-ის ჟურნალისტი.

სვანეთთან ერთად ალფ ალდერსონი მკითხველს გუდაურისა და გოდერძის სამთო სათხილამურო კურორტების მონახულებას ურჩევს.

Independent ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემაა დიდ ბრიტანეთში. მთელ მსოფლიოში Independent-ის ონლაინ და ბეჭდურ გამოცემას ყოველთვიურად 7 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა