„როსავიაციამ“ განმარტა, როდის შეძლებს რუსული ავიაკომპანია S7  ქუთაისის მიმართულებით ფრენების დაწყებას

„როსავიაციაში“ განმარტავენ, რატომ მისცეს რუსულ ავიაკომპანია S7 -ს უფლება, ქუთაისში ფრენები განახორციელოს იმის მიუხედავად, რომ ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის შეწყვეტილია.

სააგენტო „რია ნოვოსტის“ ფედერალური სააგენტოს წარმომადგენელმა აცნობა, რომ ავიაკომპანიები იღებენ ან აგრძელებენ წვდომას იმისთვის, რომ მაშინვე განახორციელონ ფრენები, როგორც კი ავიამიმოსვლა აღდგება, რაც ნორმალური პრაქტიკაა.

„წვდომა - ეს კომპანიის უფლებაა. როგორც კი საქართველოში ფრენების განხორციელებაზე შეზღუდვები მოიხსნება, ავიაკომპანია „სიბირი“ (იურიდიული დასახელება S7 ) ამ უფლებით სარგებლობას შეძლებს“, - განაცხადეს „როსავიაციაში“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა