ბადრი ჯაფარიძე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება

ეს ჩვენს კომპეტენციას სცილდებოდა. სამეთვალყურეო საბჭო არაფერს არ არჩევს. ვინც იყვნენ აღმასრულებელი პირები, შეარჩიეს ის აქტივები და ვალდებულებები, რომელიც შეიძლებოდა შეეძინათ. ეს შეისწავლა შესაბამისმა აუდიტორულმა კომპანიამ და რაც არ იყო სტანდარტის შესაბამისი, ის არ შეიძინეს, - ასე გამოეხმაურა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „თიბისი“ ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი და საზოგადოებრივი მოძრაობა“ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებას, რომ „თიბისი ბანკმა“ „პროგრეს ბანკის“ აქტივების დაახლოებით, 95% და ვალდებულებების თითქმის 100 % შეიძინა.

„როგორც 2008 წლის ტრანზაქციით დაინტერესდნენ და ასე გამალებით სწავლობდნენ, შეიძლება იყოს უამრავი ტრანზაქცია, რომელიც კითხვის ნიშანს ბადებს, რომლის მიმართაც ასეთი ინტერესი არ არის გამოჩენილი. აქ საუბარია შერჩევით გამჭვირვალობაზე, შერჩევით უსამართლობაზე. არაფერი არ შეძენილა ისეთი, რაც შეიძლება ეჭვის საფუძველი ყოფილიყო. აქტივები და ვალდებულებები, რომლებიც შევიძინეთ, არც ერთი არ ბადებს ეჭვის რაიმე ნიშანწყალს. ამიტომაც ისინი შევიძინეთ. რაც შეეხება დანარჩენს, კომერციულ ორგანიზაციას არ ევალება ესა თუ ის ტრანზაქცია სამართლებრივად შეაფასოს. სამართლებრივი შეფასება ევალება სხვა უწყებებს“,-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, „თიბისი ბანკის“ მიერ შეძენილი იყო „პროგრეს ბანკის“ აქტივების დაახლოებით, 95% და ვალდებულებების თითქმის 100 %.

რაც შეეხება „პროგრესბანკის“ ტრანზაქციების შესახებ დოკუმენტს, მესტვირიშვილის თქმით, ასეთი დოკუმენტის შესახებ ეროვნული ბანკისთვის ცნობილი არ არის.

„საქმის დეტალებში ვერ შევალ, რადგან საზედამხედველო ღონისძიებები კონფიდენციალურია. რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ „თიბისი ბანკის“ მიერ შეძენილი იყო აქტივების დაახლოებით, 95% და ვალდებულებების თითქმის 100 %. რაც შეეხება გუშინ სიუჟეტში გასულ დოკუმენტს, ეროვნულ ბანკში ეს დოკუმენტი ვერ მოვიძიეთ და მივმართეთ „თიბისი ბანკს“, თუ არსებობს მართლაც ასეთი დოკუმენტი, გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს და გვაცნობოს ჩვენც. როდესაც გვექნება დოკუმენტი, ვნახავთ იქ რაზეა საუბარი. დოუმენტის შესახებ ჩვენთვის ცნობილი არ იყო და არც ამჟამად არის ცნობილი, ამიტომ ვთხოვეთ „თიბისი ბანკს“ დოკუმენტის წარმოდგენა“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა