ყიფშიძეზე მომხდარი დაპირისპირების საქმეზე ბრალდებული ლევან ძნელაძის მიმართ  აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ, სავარაუდოდ, ღუდუშაურის კლინიკაში  იმსჯელებს

ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების საქმეზე ბრალდებული ლევან ძნელაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო 17 ოქტომბერს იმსჯელებს.

ლევან ძნელაძის ადვოკატის გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე საკმაოდ მძიმეა და სასამართლო, დიდი ალბათობით, ღუდუშაურის კლინიკაში გაიმართება. ადვოკატის ინფორმაციით, პროცესი, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში გაიმართება. ლევან ძნელაძეს ბრალი ოფიციალურად დღეს წაუყენეს.

„ლევან ძნელაძეს წაყენებული აქვს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდა ამისა, მას მეორე მუხლიც აქვს წარდგენილი, 117-ის მეორე ნაწილი, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს, თუმცა ეს მუხლი აუცილებლად მოიხსნება ან გადაკვალიფიცირდება, როდესაც ექპერტიზის დაკვნა დაიდება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს“,-განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

შსს-მ ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით სულ 3 მამაკაცი დააკავა, მათ შორის ლევან ძნელაძეც, რომელსაც ჭრილობები მიაყენეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 30 სექტემბერს ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, 1972 წელს დაბადებულ ლ.ძ. დააკავეს. მას ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე ჩატარებული ინტენსიური და კომპლექსური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ამავე ფაქტზე ორი პირი 10 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. 1962 წელს დაბადებულ ზ.ც.-ს და 1973 წელს დაბადებულ დ.ჯ.-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარედგინათ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ 1962 წელს დაბადებულმა ზ.ც.-მ და 1973 წელს დაბადებულმა დ.ჯ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1972 წელს დაბადებულ ლ.ძ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები მიაყენეს.

თუმცა, გამოძიებით ასევე გამოიკვეთა, რომ ზ.ც.-ს და დ.ჯ. მიერ ლ.ძ.-ის მკვლელობის მცდელობას წინ უძღოდა ლ.ძ.-ს მიერ გ.ც.-ის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა