დონალდ ტრამპი სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაზე - ეს ჩვენი საზღვარი არაა და დროა, სახლში წავიდეთ

სირიაში მიმდინარე თურქეთის სამხედრო ოპერაცია ამერიკის შეერთებული შტატების პრობლემა არაა და დროა, სახლში წავიდეთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ეს ჩვენი საზღვარი არაა. აშშ წესრიგის დამცველი აგენტი არ არის და დროა, სახლში წავიდეთ. ჩვენ აქ არ უნდა ვიხოცებოდეთ,“- აღნიშნა ტრამპმა.

მისივე თქმით, ქურთები „ანგელოზები არ არიან“ და შესაძლოა „ქურთების მუშათა პარტია“ ტერორიზმის უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენდეს, ვიდრე „ისლამური სახელმწიფო.“

„შესაძლოა, „ქურთების მუშათა პარტია“ უარესი ტერორისტია და ტერორიზმის უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე „ისლამური სახელმწიფო,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მან განმარტა, რომ აშშ სიტუაციას აკვირდება და ცდილობს, თურქეთი სწორ გზაზე დააყენოს.

„ჩვენი ჯარისკაცები სირიას ტოვებენ, მათ საფრთხე აღარ ემუქრებათ. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ვცდილობთ, თურქეთი სწორ გზაზე დავაყენოთ, ვინაიდან ნებისმიერი ომის შეჩერება გვსურს,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მან კატეგორიულად უარყო მოსაზრება, რომ აშშ-მ თურქეთს სირიაში ოპერაციის განსახორციელებლად „მწვანე შუქი“ აუნთო. დონალდ ტრამპის თქმით, მან თურქეთის პრეზიდენტს სატელეფონო საუბრის შემდეგ „ძალიან ძლიერი წერილი გაუგზავნა“.

აღსანიშნავია, რომ ოთხშაბათს თეთრმა სახლმა აღნიშნული წერილის შინაარსი გაავრცელა. წერილი 9 ოქტომბრითაა დათარიღებული და მასში დონალდ ტრამპი რეჯეფ თაიფ ერდოღანს წერს : „ნუ იქნები ხისტი. ნუ ჩაიდენ სისულელეს! შენ არ გსურს გახდე პასუხისმგებელი ათასობით ადამიანის სიხლისღვრაზე და მე არ მსურს გავხდე პასუხისმგებელი თურქული ეკონომიკის განადგურებაზე და მე ამას გავაკეთებ,“ - აღნიშნულია წერილში.

ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი - უბრალოდ, ივანიშვილს  ვერ წარმოუდგენია, რომ თავადაც ძველი ხელისუფლების მსგავსი შეცდომები მოსდის
ქართული პრესის მიმოხილვა 18.11.2019
ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო