ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის 338 მოქალაქე დააკავეს

სამართალდამცავმა ორგანოებმა სამხრეთ კორეაში შექმნილი ე.წ. დარქ ვების ბავშვთა პორნოგრაფიული საიტი აღმოაჩინეს და გამოძიების ფარგლებში რამდენიმე ქვეყნის 338 მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული საიტი ბავშვთა პორნოგრაფიის ამსახველ ვიდეოებს ციფრულ ვალუტაზე ყიდდა.

ვებ-გვერდზე - Welcome To Video 250,000 ვიდეო იყო ხელმისაწვდომი, მათ შორის ვიდეოები, რომლებზეც პატარა ბავშვების გაუპატიურების კადრები იყო ასახული.

სამართალდამცავებმა აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ესპანეთში 23 მცირეწლოვანი მსხვერპლი გადაარჩინეს, რომლებზეც საიტის მომხმარებლები აქტიურად ახორციელებდნენ ძალადობას. ჯერჯერობით ვერ ხერხდება უამრავი ბავშვის იდენტიფიცირება, რომლებიც ვიდეოებში ჩანან.

ვებ-გვერდის მფლობელი სამხრეთ კორეელი ჯონგ ვუ სანია, რომელიც ამჟამად აშშ-ის ციხეში სასჯელს სხვა დანაშაულისთვის იხდის.

Welcome To Video ერთ-ერთი პირველი ვებ-საიტია მსოფლიოში, რომელიც ბავშვთა პორნოგრაფიას ბიტკოინებზე ყიდდა და რომლის მომხმარებლებსაც ფინანსური გადარიცხვების განხორციელებისას ვინაობის დამალვა შეეძლოთ.

სამართალდამცავებს ინფორმაციით, საიტმა სულ მცირე 370,000 აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინი შეაგროვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო