დღეიდან კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით, 25%-მდე შემცირდება

დღეიდან კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით, 25%-მდე შემცირდება, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის ბრძანებაშია აღნიშნული.

აღნიშნული ცვლილების შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკი დამატებით დაახლოებით 700 მილიონი დოლარის უცხოური ვალუტის სესხების გაცემას და უცხოური ვალუტის სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირდებას ელოდება. გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი კი ლარის გაუფასურების ინფლაციაზე გავლენა გახდა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება 1 ოქტომბერს დაანონსა. „ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, რას გულისხმობდა ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, რომ ეროვნული ბანკი დამატებითი ზომების მიღებას გეგმავდა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები შემცირდება, რაც გაცვლითი კურსის დასტაბილურებას და ინფლაციაზე ზეწოლის მოხსნას შეუწყობს ხელს.

„ლარის ბოლოდროინდელმა გაუფასურებამ დაწოლა მოახდინა ინფლაციაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი სწორედ ინფლაციასთან ბრძოლაა, ეროვნულმა ბანკმა დაიწყო სათანადო ზომების მიღება. გავამკაცრეთ მონეტარული პოლიტიკა და განვახორციელეთ ინტერვენციები. იმისათვის, რომ მომავალშიც ხელი შევუწყოთ ლარის გაუფასურებიდან ინფლაციაზე მომდინარე წნეხის შემცირებას, მივიღეთ გადაწყვეტილება უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების 5%-ით შემცირების შესახებ, ამავე დროს უცხოური ვალუტის ლიკვიდობის მიმართულებით გარკვეული შეღავათი მიეცემათ კომერციულ ბანკებს. ეს ნიშნავს, რომ დამატებით დაახლოებით 700 მილიონი დოლარის უცხოური ვალუტის რესურსის გაცემას შეძლებენ ბანკები სესხების სახით. ამავე დროს ეს ნიშნავს, რომ საპროცენტო განაკვეთი უცხოური ვალუტის სესხებზე შემცირდება. აღნიშნულმა ღონისძიებებმა ხელი უნდა შეუწყონ გაცვლითი კურსის დასტაბილურებას. შესაბამისად, დროთა განმავლობაში ინფლაციაზე წნეხი შემცირდება ", -განაცხადა კობა გვენეტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა