პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში დღეს დავით ზალკალიანს მოუსმენენ

დღეს, პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს მოუსმენენ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას თქმით, უმრავლესობას კითხვები ექნება ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ქვეყნის დღის წესრიგში საგარეო მიმართულებით დგას. მისი განცხადებით, სხვა საკითხებთან ერთად კითხვები დაისმება დავით გარეჯთან მიმართებაში.

რაც შეეხება ლავროვი -ზალკალიანის შეხვედრას, ქაცარავა ამბობს, რომ აღნიშნულზე სავარაუდოდ, კითხვები ექნება ოპოზიციას, რაც გასაკვირი არ არის,“უმრავლესობამ კი თუ რას ემსახურებოდა შეხვედრა, არაერთი კომენტარი უკვე გააკეთა და მათ აქვთ ამომწურავი ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებას უკვე მიაწოდეს“.

“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ “მინისტრის საათს” ყველა შინაარსობრივი განხილვისთვის გამოიყენებს. ეს არის კიდევ ერთი ინსტურმენტი იმისთვის, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია, ყველა იმ საკითხზე, რაც საგარეო მიმართულებით დღის წესრიგშია. ხანგრძლილი დისკუსიები გვექნება და შესაბამისად, კითხვები ყველა მიმართულებით გვექნება, რაც ჩვენ დღის წესრიგში არის, მათ შორის ეს ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, დეოკუპაციას, არაღიარების პოლიტიკას, ევროკავშირთან და ნატო-სთან თანამშრომლობას, სამომავლო გეგმებს, აშშ-სთან თანამშრომლობას, აბსოლუტურად ყველა საკითხთან მიმართებაში, რაც საზოგადოებას აინტერესებს”,-განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

„მინისტრის საათი“ ახალი რეგლამენტით განსაზღვრული ფორმატია, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს, რის შემდეგაც დებატები იმართება.

იხილეთ ვიდეო

ემილ ავდალიანი - ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ამზადებენ, თუ ეს მოხდა პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020
ამირან სალუქვაძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება, ვინ გადალახავს ამ საცოდავ 1%-ს
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო
პანდემიის დროს გააქტიურებული ქართული სტარტაპი - 0% საკომისიო და უფასო მიტანა 100 დღის განმავლობაში
„კარფურის გათამაშება გრძელდება“ - წინ კიდევ უსასრულო სიურპრიზებით სავსე 2 კვირა გელოდებათ
"ლიბერთის" ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის