ჟან კლოდ იუნკერი - ყველას ესმის ინგლისური, თუმცა ვერ უგებენ ინგლისს

ყველას ესმის ინგლისური, თუმცა ვერ უგებენ ინგლისს, - ამის შესახებ ევროკომისიის მოქმედმა პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა ევროკავშირის მთავრობის შენობაში ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მე ახლა ინგლისურად უნდა მოგმართოთ. არ ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ, რომ ყველას ესმის ინგლისური, მაგრამ ამავე დროს ვერავინ იგებს ინგლისისას და იმ მოლაპარაკებებისას, რომელიც ამ შენობაში მიმდინარეობს“, - განაცხადა ჟან კლოდ იუნკერმა.

შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს. თუმცა, "ბრექსითის" შესახებ შეთანხმებას ლონდონმა ბრიუსელთან ამ დრომდე ვერ მიაღწია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს