სემინარი „ნატო - არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის" გაიხსნა

ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში, პედაგოგებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი ორდღიანი სემინარი „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ იწყება.

სემინარი საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარ წულეისკირმა და საქართველოში პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მარიუშ მაშკიევიჩმა გახსნეს.

„ეს 25-ე ასეთი სემინარია, რაც ბოლო წლების განმავლობაში გვაქვს. ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობდით საინფორმაციო ცენტრთან, რათა მასწავლებლების დიდი რაოდენობა, როგორც საზოგადოების სხვა წევრები, კარგად ინფორმირებულები იყვნენ ნატო-სა და საქართველოს შორის ძალიან აქტიური თანამშრომლობის შესახებ. ასე რომ, არჩევანი, რომელიც ძალიან მაღალია, მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აქვს ნატო-ს წევრობაზე, იყოს რეალურად დაფუძნებული ინფორმაციაზე იმის შესახებ, თუ რა ხდება დღეს, უბრალოდ ემოციების ნაცვლად. ძალიან დატვირთული წელი გვქონდა ნატო-სა და საქართველოს შორის ინტერაქციის თვალსაზრისით, იყო ნატო-საქართველოს წვრთნები, გენერალური მდივნის ვიზიტი, ოქტომბრის დასაწყისში იყო ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი, რომელიც უმაღლესი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა ნატო-ში. შეტყობინებები, რომელიც ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ჩამოიტანა საქართველოში, დამოწმებაა იმ გადაწყვეტილების მიმდევრობისა, რაც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე იქნა მიღებული, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, როდესაც ამისთვის გარემოებები იქნება მზად", - განაცხადა როზარია პუგლისმა.

ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარ წულეისკირმა კი განაცხადა, რომ პედაგოგების როლი საქართველოს მოქალაქეებისთვის აღნიშნულზე ინფორმაციიის მიწოდების მხრივ უმნიშვნელოვანესია.

„დღეს დაიწყო ორდღიანი სემინარი მასწავლებლებისთვის, რომელსაც ვახორციელებთ ჩვენ, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისთან ერთად. ამ ორდღიანი სემინარის ფარგლებში რაჭა-ლეჩხუმის და სვანეთის რეგიონებიდან, ასევე თბილისიდან მასწავლებლები გაეცნობიან და მიიღებენ ინფორმაციას როგორც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ევროპული ფასეულობების შესახებ. მათ ექნებათ საშუალება, რომ დასვან კითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები სხვადასხვა ექსპერტისგან. ჩვენს ღონისძიებებში მონაწილეობენ და მათთან შეხვედრებს გამართავენ როგორც საჯარო სექტორის, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ჩვენი მოსაზრებით, მასწავლებელი გახლავთ ის უმნიშვნელოვანესი რგოლი საქართველოს მოქალაქეების განვითარების პროცესში, რომლის მეშვეობითაც ხდება მათი მედეგობის, ფასეულობების და ცოდნის დაგროვება და განვითარება. ამიტომ, ვცდილობთ, რომ გავხადოთ მასწავლებლები ის მნიშვნელოვანი მოკავშირეები, რომლებიც შეძლებენ ამ პროცესში, მათ მიაწოდონ ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ, ისევე, როგორც ევროპული ინსტიტუტების და ფასეულობების შესახებ და გადაიტანონ ეს ცოდნა შემდეგ უკვე საკლასო ოთახებში", - განაცხადა წულეისკირმა.

ორდღიან სემინართა ციკლი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით უკვე მეშვიდე წელია ტარდება. პროექტის ფარგლებში ნატო-ს თემაზე სხვადასხვა რეგიონიდან 700-ზე მეტი პედაგოგი გადამზადდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო