გია ვოლსკი - დავით ზალკალიანთან რასაკვირველია, უმრავლესობის დეპუტატებსაც ექნებათ შეკითხვები, ეს ეხება დავით გარეჯის საკითხს და ლავროვთან შეხვედრას

საგარეო საქმეთა მინისტრთან რასაკვირველია, უმრავლესობის დეპუტატებსაც ექნებათ შეკითხვები, ეს ეხება დავით გარეჯის საკითხს და ლავროვთან შეხვედრას და მოლაპარაკებებს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, შეკითხვები ასევე შეეხება საოკუპაციო ხაზთან არსებულ სიტუაციას და ქართულ- რუსულ ურთიერთობებს. მისივე თქმით, როცა ვითარება დაძაბულია, მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს.

"მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციის პოზიცია ამ შემთხვევაში დამაზიანებელია, რადგან როცა საქართველოს გარკვეული პრობლემები ემუქრება და ვითარების დამძიმების რეალური პერსპექტივაა და საფუძველი ჩანს, რასაკვირველია, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველი არ არის ეული, ის არის ნაწილი პარტნიორი ქვეყნების გუნდის, რომელიც ინტენსიურად არის ჩართული მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში. ასე რომ ეს არ არის მარტო ჩვენი პოზიცია, რომ უნდა ვილაპარაკოთ და ესეც გასათვალისწინებელი აქვს ოპოზიციას,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

საგარეო უწყების ხელმძღვანელს დღეს „მინისტრის საათის“ ფორმატში პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს