პლენარულ სხდომაზე, სუს-ის ხელმძღვანელის კანდიდატურას განხილვის გარეშე უყრიან კენჭს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სუს-ის ხელმძღვანელის კანდიდატურას განხილვის გარეშე უყრიან კენჭს. აღნიშნული გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი.

როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, კომიტეტზე ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა განხილვები და შესაბამისად, სუს-ის ხელმძღვანელობის კანდიდატ გრიგოლ ლილუაშვილისგან კომიტეტმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღო.

„ჩვენ ოთხი საათის განმავლობაში ვიხილავდით კანდიდატურას, ძალიან აქტიური დისკუსია იყო, მათ შორის დახურულ რეჟიმში ვიმსჯელეთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება. ვფიქრობ, მაქსიმალურად ამოვწურეთ ის საჭიროება, რომ კანდიდატისგან მიგვეღო ინფორმაცია, როგორც მისი პროფესიული შესაძლებლობების, ასევე ქვეყნის წინაშე დამდგარი უსაფრთხოების ამოცანებისა და მიზნებთან დაკავშირებთ. მან ასევე კარგად წარმოაჩინა ყველა საკითხი. შესაბამისად, ჩვენ კომიტეტზე კენჭი ვუყარეთ, რომ საკითხი კენჭისყრაზე სესიაზე განხილვის გარეშე დადგეს. გთხოვთ ბიუროს, რომ ამ საკითხს მხარი დაუჭიროთ. კომიტეტმა ამ ფორმულირებით მხარი დაუჭირა შესაბამის დასკვნას“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

აღნიშნულს აპროტესტებს ოპოზიცია. „ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, უსამართლობა იქნება, თუკი პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს საშუალება არ ექნებათ, გრიგოლ ლილუაშვლს კითხვები დაუსვან.

„პარლამენტის ძალიან ბევრი წევრი მოკლებული იყო შესაძლებლობას, თუნდაც კომიტეტის ოთახის ზომის სიმცირიდან გამომდინარე, რომ დასწრებოდა ამ სხდომას და კითხვები დაესვა. ბევრი კითხვა კვლავ არსებობს, ვფიქრობ, საზოგადოებაში სამართლიან უკმაყოფილებას გამოიწვევს, თუ პლენარულ სხდომაზე თუნდაც შეზღუდული დროით იქნება შეუძლებელი კითხვების დასმა. ლილუაშვილი უკვე პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყო კომიტეტის სხდომაზე ჩაყენებული. მას მიეცა შესაძლებლობა, რომ დაეგროვებინა 50 კითხვა, შემდეგ იყო 3- საათიანი შესვენება, ამის შემდეგ ეფექტური ჩაძიების შესაძლებლობა არ ყოფილა. ამან იგი პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენა. ამ ყველაფერის გათვალისწინებით უსამართლო იქნება თუ პლენარულ სხდომაზე არ იქნება მისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა”,-განაცხადა კანდელაკმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა