ახმეტელის მეტროსთან არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ სერგო ოსმინკინს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა კულულაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა, ვინაიდან დაზარალებული არასრულწლოვანია.

სხდომის დახურვის შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა.

დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა. დაცვის მხარემ კი დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა.

ცნობისთვის, არასრულწლოვანი ორი დღის წინ, შემთხვევით გამვლელმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა დაჭრა.

მამაკაცი სამართალდამცავებმა ადგილზევე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109 მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო: ახმეტელის მეტროსთან არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

თეა გოგოტიშვილი - სიფრთხილის და გონივრულობის გარდა გადარჩენის გზა არ გვაქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2020
დავით მირცხულავა - ბეტონის გრავიტაციული კაშხლის სეისმური ზემოქმედების გამო დანგრევის პრეცედენტი მსოფლიოში არ ყოფილა, კვლევებიდან გამომდინარე, „ნამახვანი“ მაღალსაიმედოა
ვის ჩაუტარდება კლინიკა „ნიუმედში“ Covid 19-ის სწრაფი ტესტირება, მათ შორის ანტიგენზე დაფუძნებული ტესტით და D-დიმერის კვლევა უფასოდ? - ინტერვიუ კლინიკის დირექტორ ნათია ბულაცაშვილთან
ლივომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამარტივებისთვის სერვისების 80% გააციფრულა
ირმა ინაშვილი - ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ და ვაკეთებთ იმას, რასაც სინდისი გვკარნახობს! (R)