ანგელა მერკელი - ბრექსითის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს ბოლო წუთამდე გავაგრძელებთ

ბრექსითის შეთანხმება ყველას ინტერესშია, მასზე მოლაპარაკებებს ბოლო წუთამდე გავაგრძელებთ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბრიფინგზე განაცხადა.

„უკეთეს გზაზე ვდგავართ, მაგრამ შეთანხმებისთვის ჯერ არ მიგვიღწევია. ყველასთვის ნათელია, რომ არ დავუშვებთ მყარ საზღვარს ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის. ერთიანი ბაზრის არსებობა არ შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.

მისი თქმით, გერმანია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დიდ ბრიტანეთთან მომავალში კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს.

ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

თეა გოგოტიშვილი - სიფრთხილის და გონივრულობის გარდა გადარჩენის გზა არ გვაქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2020
ვის ჩაუტარდება კლინიკა „ნიუმედში“ Covid 19-ის სწრაფი ტესტირება, მათ შორის ანტიგენზე დაფუძნებული ტესტით და D-დიმერის კვლევა უფასოდ? - ინტერვიუ კლინიკის დირექტორ ნათია ბულაცაშვილთან
კატარის ავიახაზები 15 დეკემბრიდან მე-5 ახალ მიმართულებას ამატებს სან ფრანცისკოს მიმართულებით და კიდევ უფრო აფართოებს ამერიკის შეერთებული შტატების ქსელს
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კომპანია “GM Pharma”-ში
ლივომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამარტივებისთვის სერვისების 80% გააციფრულა