პარლამენტმა სუს-ის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილი დაამტკიცა

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილი დაამტკიცა.

პლენარულ სხდომაზე ლილუაშვილის კანდიდატურას კენჭი ცოტა ხნის წინ უყარეს. მას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, 8 კი წინააღმდეგ წავიდა.

სუს-ის ხელმძღვანელის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა.

რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილს, 2019 წლის იანვრიდან ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე იყო.

იხილეთ ვიდეო: პარლამენტმა სუს-ის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილი დაამტკიცა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო