პროკურორის განცხადებით, გლდანში, არასრულწლოვნის დაჭრაში ბრალდებული ბრალს არ აღიარებს

სერგო ოსმინკინმა არასრულწლოვანს დანის გამოყენებით მუცლის არეში დაზიანება მიაყენა. არასრულწლოვანს ერთი ჭრილობა აქვს, მისი მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გლდანში არასრულწლოვნის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულის საქმის პროკურორმა, გურამ კრავეიშვილმა განუცხადა.

როგორც პროკურორი აცხადებს, შემთხვევა ხიზანიშვილის ქუჩაზე, გზის სავალ ნაწილზე, 15 ოქტომბერს, ღამის საათებში მოხდა. კრავეიშვილის განმარტებითვე, დაკავებული 36 წლის სერგო ოსმინკინი ბრალს არ აღიარებს.

„აღნიშნული დანაშაული 15 ოქტომბერს მოხდა, ბრალი 16 ოქტომბერს წარედგინა. ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ამ ეტაპზე ბრალდების მხარემ აღნიშნულ საქმეზე შეკრიბა, სასამართლოს წარედგინა და სწორედ ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება. მტკიცებულებებს რაც შეეხება, გამოძიება დღემდე მიმდინარეობს და წინასასამართლო სხდომამდე გვაქვს ვადა, რომ საგამოძიებო მოქმედებები სრულყოფილად ჩავატაროთ", - განაცხადა კრავეიშვილმა.

შეგახსენებთ, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ სერგო ოსმინკინს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა