მამუკა მდინარაძე „გახარიას მუქარის წერილზე“ აღმოჩენილ 120 ანაბეჭდზე - მუხრან მაჭავარიანის ლექსს ხუმრობით ალბათ, დაემატებოდა სიტყვები: "გადადიოდა ხელიდან ხელში"

მუხრან მაჭავარიანის ცნობილ ლექსს ხუმრობით ალბათ, დაემატებოდა სიტყვები: "გადადიოდა ხელიდან ხელში", - ასე ეხმაურება ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე წერილთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის განცხადებას.

„რადგან 120 ანაბეჭდია, ლოგიკა ალბათ, იმაში მდგომარეობს, რომ ერთ-ერთი გიორგი გახარიასი აუცილებლად იქნება. ასეთ ლოგიკურ მარაზმამდე მივდივართ და ამ ლოგიკას დარწმუნებული ვარ, შემთხვევით არ ავითარებენ, არამედ იმის საპასუხოდ, რომ გუშინ გავრცელდა ძალიან კომპეტენტური საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა, რომლის მიხედვითაც პროკურატურას ჰქონდა მყარი საფუძველი, რომ ამ ადამიანებს წარდგენოდათ ბრალი. აქედან გამომდინარე, დღეს ახალ თემას იგონებენ, რომ ავტორიტეტული დასკვნა გადაფარონ რამენაირად",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „გიორგი გახარიას მიერ გაგზავნილ მუქარის“ წერილზე ლონდონიდან დასკვნა ჩამოვიდა. მისივე თქმით, წერილზე აღმოჩენილია 120 ანაბეჭდი, რომელიც საჭიროა პროკურატურამ ბაზაში შეამოწმოს და შესაბამისი პირების იდენტიფიცირება მოახდინოს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო