ექიმის ინფორმაციით, გლდანში, გამვლელის მიერ დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, მას კიდევ ერთი ოპერაცია უტარდება

გლდანში გამვლელის მიერ დაჭრილი 16 წლის ბიჭის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ექიმის ინფორმაციით, მოზარდს კიდევ ერთი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

„პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ საკმაოდ მძიმეა. ამჟამად იმყოფება საოპერაციო ბლოკში, სადაც დაგეგმილი განმეორებითი ოპერაციული ჩარევა მიმდინარეობს. ქირურგიული ჩარევა ჯერჯერობით არ დასრულებულა და შესაბამისად, ოპერაციის მასშტაბზე საუბარი ამ ეტაპზე გაგვიჭირდება", - განაცხადა რეანიმატოლოგმა ქეთევან კუპატაძემ.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, 16 წლის მოზარდი გამვლელმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა დაჭრა. აღნიშნული მამაკაცი სამართალდამცავებმა ადგილზევე დააკავეს. მას დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109 მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: გლდანში, გამვლელის მიერ დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო