ჯარჯი აქიმიძე - მივმართავთ ყველა მედიასაშუალებას და დიპლომატიურ კორპუსს, აქტიური მონიტორინგი გაუწიონ “რუსთავი 2”-თან დაკავშირებულ პროცესს

ჩვენი ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ღია და ტრანსფარენტული”, - ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის დამფუძნებელმა ჯარჯი აქიმიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“რუსთავი 2”-ის დამფუძნებლების განცხადებით, რუსთავი 2”-ის დღევანდელი რეალობა არანაირად არ პასუხობს სამართლიანობის აღდგენის კრიტერიუმებს”.

„დღეს სასამართლოში სარჩელის შეტანით, იმედს გამოვთქვამთ, რომ ქართული მართლმსაჯულება ყურადღებით მოეკიდება პრობლემას, რომელიც ამ ქვეყნის მედიის, მოქალაქეების უფლებების და თავისუფლების აღდგენას შეეხება. იმედი გვაქვს, პროცესი იქნება საჯარო, გამჭვირვალე და მას ყურადღებით დააკვირდებიან როგორც სხვადასხვა მედიასაშუალებები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ჩვენ კარგად გვესმის, რომ “რუსთავი 2”-თან დაკავშირებული პროცესი მოექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში და ამიტომ, წინასწარ ვაცხადებთ, რომ ჩვენი ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ღია და ტრანსფარენტული. მივმართავთ ყველა მედიასაშუალებას მხარდაჭერის თხოვნით, სამოქალაქო საზოგადოებას და დიპლომატიურ კორპუსს, აქტიური მონიტორინგი გაუწიონ მთელ ამ პროცესს. „რუსთავი 2”-ის დღევანდელი რეალობა არანაირად არ პასუხობს სამართლიანობის აღდგენის კრიტერიუმებს, სწორედ ამიტომ, მივმართავთ ხელისუფლებას და “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს, ხელი არ შეუშალონ სამართლებრივ პროცესს, რათა ამჯერად მაინც განხორციელდეს 2012 წელს დეკლარირებული დაპირება, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის შესახებ. ასევე, “ვარდების რევოლუციის” ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომელთა მმართველობის დროსაც, 2004 წელს განხორციელდა კომპანიის ჩვენთვის იძულებით ჩამორთმევის პროცესი, ახლა მაინც აღიარონ ჩვენ მიმართ დაშვებული შეცდომა და ხელი შეუწყონ მედია გარემოს გაჯანსაღებას”,- განაცხადა აქიმიძემ.

შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, კომპანიის 60%-იანი წილის დასაბრუნებლად სასამართლოს დღეს მიმართავენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო