გიგა ბოკერია - სუს-ი ჩვენი დროის პრობლემური უწყების, კუდ-ის გაუარესებული ვერსიაა

გრიგოლ ლილუაშვილი არის ივანიშვილის ანტურაჟის ჩვეულებრივი ნაწილი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის სუს-ის ხელმძღვანელად გრიგოლ ლილუაშვილის დამტკიცებას გამოეხმაურა.

გიგა ბოკერიას თქმით, პრობლემა არა მხოლოდ გრიგოლ ლილუაშვილის პერსონაში, არამედ იმ ვითარებაშია, რომელიც ქვეყანაში დგას.

„სუს-ი ჩვენი დროის პრობლემური უწყების, კუდ-ის გაუარესებული ვერსიაა. ჩვენი პასუხისმგებლობა იყო, რომ მას ჰქონდა პოლიტიკური პოლიციის პრობლემები. ეს სუს-ი მთლიანად პოლიტიკური პოლიციაა, რომელიც ივანიშვილის დაკვეთით და დავალებით არ ებრძვის ქვეყნის გარე მტრებს და რეალურად არ ებრძვის კორუფციას.

თვითონ ლილუაშვილმა უმძიმესი შთაბეჭდილება დატოვა კითხვებზე პასუხით. მაგალითად, „გავრილოვის ღამეზე” საუბრით. ეს ადამიანი არის ჩვეულებრივი ნაწილი ივანიშვილის ანტურაჟის”, - აცხადებს ბოკერია.

დღეს პარლამენტმა სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილი დაამტკიცა. მას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 8 დეპუტატი წავიდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს