20 ივნისის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატის ინფორმაციით, მუხრან ფანგანმა აღიარა, რომ მან პოლიციელთა მიმართ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა მიიღო

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული მუხრან ფანგანის ადვოკატის, კახა ხვისტანის განცხადებით, ფანგანმა აღიარა, რომ მან პოლიციელთა მიმართ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა მიიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსს" მუხრან ფანგანის ადვოკატმა კახა ხვისტანმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა მისთვის წარდგენილი ბრალი სასამართლოს პირველივე სხდომაზე აღიარა, თუმცა, შემდეგ ეტაპზე, გამოძიებაზე განაწყენებული აცხადებდა, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევდა.

„პირველი სასამართლო სხდომის ოქმს თუ მოუსმენთ, ნახავთ, რომ მუხრან ფანგანი მაშინაც აღიარებდა ბრალს და ინანიებდა თავის მიერ ჩადენილ დანაშაულს. მან გასულ სხდომაზე განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ სცნობდა, ვინაიდან როგორც მან განაცხადა, ის განაწყენებული იყო პროკურორების და გამომძიებლების ქმედებით. კერძოდ კი, იმ გარემოებით, რომ მისი დაკავებიდან დღემდე, საპყრობილეში ყოფნისას მასთან კომუნიკაცია არ ჰქონდა არც გამომძიებელს და არც პროკურატურის თანამშრომელს. მას არ მიეცა იმის საშუალება, დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია, რომ ის არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ იყო და არავის მოწოდებით არ მისულა შემთხვევის ადგილზე. როცა მას ჩემი მხრიდან განემარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად მისი დაკითხვა სასამართლო პროცესზე მოხდებოდა და არც გამომძიებლის, არც პროკურორის სამსახურებრივი ვალდებულება არ იყო, მას შეხვედროდნენ, ფანგანმა აღნიშნული განმარტების შემდეგ პოზიცია შეიცვალა", - განაცხადა ხვისტანმა.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე დაკავებული მუხრან ფანგანი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო