ბრიტანეთის პრემიერი - დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ბრექსითის შეთანხმება მიღწეულია

დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ბრექსითის შეთანხმება მიღწეულია. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა „ტვიტერზე“ დაწერა.

„ჩვენ შესანიშნავი ახალი შეთანხმება გვაქვს, რომელიც კონტროლს გვიბრუნებს“, - დაწერა ჯონსონმა.

შეთანხმების მიღწევას ადასტურებენ ევროკავშირის მთავრობაშიც.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა შეთანხმებას „სამართლიანი და დაბალანსებული“ უწოდა.

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელი და ლონდონი ბრექსითის შესახებ ახალ შეთანხმებაზე ამ დრომდე ვერ თანხმდებოდნენ. საბოლოოდ, შეთანხმების მიღწევა მათ ბრექსითთან დაკავშირებით დაგეგმილ ერთობლივ სამიტამდე მოახერხეს, რომელიც 17-18 ოქტომბერს გაიმართება.

იხილეთ ვიდეო: დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ბრექსითის შეთანხმება მიღწეულია

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა