ირაკლი კობახიძე თურნავას გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე - ჭორების მიზანი ის არის, შემდეგ ამაზე ააგონ, რომ „კლანური დაპირისპირებაა“

ჭორების მიზანი ის არის, შემდეგ ამაზე ააგონ, რომ „კლანური დაპირისპირებაა. სამწუხაროდ, ასე მუშაობს ჩვენი მთავარი ოპონენტი,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა. ამით კობახიძემ ჟურნალისტების დასმულ კითხვას უპასუხა ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების თაობაზე.

კობახიძის თქმით, თავად თურნავამაც დაადასტურა, რომ აღნიშნული ინფორმაცია ჭორია. კობახიძე ამბობს, რომ არ იცის ვინ შეიძლება იყოს “ჭორების ავტორი”.

„ჯერ ერთი თვის წინ ვრცელდებოდა რაღაცა ჭორები. ვინ შეიძლება იყოს ამ ჭორების ავტორი და რატომ -არ ვიცი, თუმცა ნათია თურნავას განცხადებას აქვს საფუძველი, რომ ეს არის ნამდვილად ჭორი, რომლებიც უკვე მეორედ აგორდა. ჭორების მიზანი ზუსტად არის ის, რომ შემდგ ამაზე ააგო -„კლანური დაპირისპირებაა“. სამწუხაროდ, ასე მუშაობს ჩვენი მთავარი ოპონენტი, თავისი მედიასაშუალებებით. ეს არის არასწორი მუშაობის ფორმა პოლიტიკაში და ოპოზიციას ჰგონია, რომ ამით საბოლოო ჯამში რაღაც წარმატებებს მიაღწევს. ზუსტად ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ისინი მუდმივად არჩევნებს აგებენ. რაც ფარსზე და სიცრუეზე არის აგებული, საბოლოო ჯამში, წარმატების საფუძველი ვერანაირად ვერ გახდება”, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ, დღეს ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ გარკვეულ ჯგუფებს და პოლიტიკოსებს არ მოსწონთ მათი რეფორმები და ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას მის მიერ პოსტის დატოვებასთან დაკავშირებით და ეს არის ორკესტრირებული შავი პიარი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა