ლევან დავითაშვილი  ბელარუსული კომპანიის „გომსელმაში“ დირექტორს შეხვდა

სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების განხილვის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ბელარუსული კომპანიის „გომსელმაში“ დირექტორს, ალექსანდრ ნოვიკოვს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა კომპანიის დირექტორს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, მინისტრმა სოფლის მეურნეობის დარგში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და ტექნოლოგიების განახლებისა და ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„აღსანიშნავია, რომ სახელმწიფომ კომპანიისგან „გომსალმაში“ 30 ერთეული კომბაინი შეიძინა, რაც მარცვლეული მოსავლის აღების პროცესში ეფექტიანად იქნა გამოყენებული. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე, ხატია წილოსანი და შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო