გიგა ბოკერია ზალკალიანს - საერთოდ ვინმემ გაგაკრიტიკათ იმაზე, ლავროვთან შეხვედრა რატომ შედგაო?! დამნაშავეებივით რატომ იქცევით? ესაა კითხვა, გეთქვათ, რომ შეხვედრა იქნება

ვინმემ გაგაკრიტიკათ იმის გამო, სერგეი ლავროვთან შეხვედრა რატომ შედგაო?! გეთქვათ ჩვეულებრივ, რომ იქნება შეხვედრა. რატომ იქცევით დამნაშავეებივით იქაც კი, სადაც დამნაშავეები არ ხართ?! - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრასთან დაკავშირებით.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ზოგადი მზადყოფნა, რომ შეხვედრები იყოს, ერთია და კონკრეტული ინფორმაცია, რომ შეხვედრა შედგება - მეორე.

„თქვენ თქვით, თურმე გაგიკვირდათ, რომ ხალხმა არ იცოდა, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდებოდით. ამას სერიოზულად გვეუბნებოდით? თქვენი უმრავლესობის წევრები იყვნენ გაკვირვებულები, რომ გაიგეს ამის შესახებ. ზოგადი მზადყოფნა, რომ შეხვედრები იყოს, ერთია და კონკრეტული ინფორმაცია, რომ შეხვედრა შედგება - მეორე. აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ვინმეს პრობლემა აქვს შეხვედრასთან, საერთოდ ვინმემ გაგაკრიტიკათ იმაზე, შეხვედრა რატომ შედგაო?! საიდან მოიტანეთ?! „ევროპული საქართველოს“ პოზიციაა, რომ შეხვედრები საჭიროა, მათ შორის მტერთან. დამნაშავეებივით რატომ იქცევით? ესაა კითხვა. გეთქვათ ჩვეულებრივ, რომ იქნება შეხვედრა, რა პრობლემა იყო. ან შეხვედრის შემდეგ,რუსეთისთვის მაინც არ მიგეცათ საშუალება, რომ დაესწროთ თქვენთვის ნარატივის შექმნა. რატომ იქცევით დამნაშავეებივით, იქაც კი, სადაც დამნაშავეები არ ხართ. საკმარისია ის შემთხვევები, სადაც მართლა დამნაშავეები ხართ“, - მიმართა გიგა ბოკერიამ დავით ზალკალიანს.

ამასთან, ბოკერია დაინტერესდა, ლავროვთან შეხვედრის წინ დავით ზალკალიანს უმრავლესობის წევრებთან კონსულტაცია თუ ჰქონდა, რაზეც ზალკალიანმა დაუდასტურა, რომ კონსულტაცია ჰქონდა, რის შემდეგაც ბოკერიამ სთხოვა დაეკონკრეტებინა ვისთან და რა ფორმატში შედგა საუბარი.

„მაშინ სიტყვით გამოსვლისას ჩამოგვითვალეთ გვარებით ვისთან და რა ფორმატში გქონდათ საუბარი“, - ასე მიმართა ბოკერიამ ზალკალიანს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო