მამუკა მდინარაძე - უნდა მივიდეს თუ არა პრეზიდენტი პროკურატურაში, ეს ალბათ, უფრო მის ნებაზე უნდა იყოს, იმიტომ, რომ გარკვეული სიმბოლიზმი არის ამ თანამდებობაში

პრეზიდენტი უნდა მივიდეს თუ არა პროკურატურაში, ეს ალბათ, უფრო მის ნებაზე უნდა იყოს, იმიტომ, რომ გარკვეული სიმბოლიზმიც კი არის ამ თანამდებობაში, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძემ შეწყალებაზე პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ მორატორიუმზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საუკეთესო გამოსავალი არ არის.

„გამომდინარე იქიდან, რომ შეწყალების უფლება არ არის მხოლოდ პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება, თავისთავში ის მოიცავს მსჯავრდებულის უფლებასაც, იყოს შეწყალებული. აქედან გამომდინდარე, მორატორიუმი არ არის საუკეთესო გამოსავალი პრობლემების აღმოსაფხვრელად, რადგან ის სამართლებრივ პრობლემებსაც შეიცავს თავის მხრივ.

როდესაც საუბარია იმაზე, პრეზიდენტი უნდა მივიდეს თუ არა პროკურატურაში, არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ეს ალბათ, მის ნებაზე უფრო უნდა იყოს დამოკიდებული, იმიტომ, რომ გარკვეული სიმბოლიზმიც კი არის ამ თანამდებობაში. პრეზიდენტი იწოდება, როგორც ხელშეუვალ პერსონად და ეს არის საერთაშორისოდ დამკვიდრებული სტანდარტი. მოდი, მივიდეს, ან გამომძიებელმა დაიბაროს პრეზიდენტი და დაკითხოს, არ შეიძლება ამაზე მარტივად საუბარი, თუმცა თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. დარწმუნებული ვარ თეა წულუკიანმაც ეს თქვა - ის რომ იყოს პრეზიდენტი, მივიდოდა პროკურატურაში. იგივე შემიძლია მეც გავიმეორო. მე რომ ვიყო პრეზიდენტი, მივიდოდი პროკურატურაში და ჩემი ნებით მივცემდი ყველა ინფორმაციას, რომელიც ჩემს ხელთ იქნებოდა”, - განაცხადა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს