სალომე ზურაბიშვილი - გაეროს სხვადასხვა პროგრამების განხორციელება მნიშვნელოვანია ქვეყნის ინსტიტუციური განვითარებისთვის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გაერო-ს კვირეულთან დაკავშირებით, საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობას შეხვდა.პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი და გაერო-ს რეზიდენტი სააგენტოების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანამშრომლობის მნიშვნელობისა და ქვეყნის განვითარების საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შეტანილი წვლილის შესახებ ისაუბრა.

მხარეებმა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების გზები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გაეროს წარმომადგენლობას საქართველოში იმ მრავალფეროვანი პროგრამებისათვის, რომლებიც ჩვენი ქვეყნის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ხორციელდებოდა და ხელს უწყობდა როგორც რეგიონული განვითარების, ასევე უნივერსალური ჯანდაცვის, თანაბარი შესაძლებლობებისა და სამართლიანობის მიმართულებების განვითარების კუთხით.

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას ისაუბრა ასევე, ისეთ გლობალურ გამოწვევაზე, როგორიცაა კლიმატური ცვლილებები და აღნიშნა, რომ საჭიროა, ამ მიმართულებით საქართველო მსოფლიო საზოგადოების პარტნიორი და კონტრიბუტორი გახდეს.

„სწორედ ეს იყო ის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც წელს გაერო-ში გამართულ სამიტზე მივიღე მონაწილეობა. ვფიქრობ, საქართველომ, გააზრებული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს არსებულ გამოწვევებთან საბრძოლველად“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა, საბინე მახლმა პრეზიდენტს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, ქვეყნის სახელმწიფო უწყებებთან გაეროს სააგენტოების თანამშრომლობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გაერო-ს კვირეული დღეს სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღით დაიწყო და 24 ოქტომბერს დასრულდება. წელს გაეროს დღის თემა - „გლობალური მიზნების თაობა“ კლიმატის სამიტს ეხმიანება, რომელიც სექტემბერში გაერო-ს შტაბბინაში ჩატარდა.

გაერო-ს დღის ფარგლებში დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, კერძოდ: საჯარო ლექციები, გარემოსდაცვითი ღონისძიება ქუთაისში, შეხვედრები ახალგაზრდებთან, თანასწორობის ბიბლიოთეკისა და გამოფენის გახსნა უშგულში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა