აკაკი ზოიძე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დასკვნა არის ტენდენციური, აბსოლუტურად მიუღებელი რეკომენდაციებით

ეს არის ტენდენციური დასკვნა, აბსოლუტურად მიუღებელი რეკომენდაციებით, - ასე აფასებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" შეფასებას, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ამ ლოგიკით პენსიები ვერასდროს მოიმატებს, რადგან ქვეყანაში ყოველ წელს არჩევნები ტარდება.

„არ გაბედოთ პენსიების და ხელფასების მატება, სანამ არ ჩატარდება არჩევნები - ასეთია რეკომენდაცია. მოდით, ვკითხოთ პენსიონერებს და დაბალხელფასიან ადამიანებს, ვისი ხელფასის მატებაზეც არის საუბარი“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

შეგახსენებთ, „საერთაშორისო საზოგადოება - საქართველომ" რეკომენდაციები და 2020 წლის ბიუჯეტის შეფასება დღეს გამოაქვეყნდა. ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს 2020 წლის არჩევნებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში პენსიის და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების ხელფასების მატებისგან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს