გრიგოლ ვაშაძე და თინათინ ბოკუჩავა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის განყოფილების ხელმძღვანელს შეხვდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე და პარლამენტის წევრი თინათინ ბოკუჩავა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის განყოფილების ხელმძღვანელს რიჩარდ ტიბელსს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები, ინტეგრაციის პერსპექტივები და არსებული გამოწვევები განიხილეს.

„ხაზი გაესვა ქვეყანაში არსებულ მძიმე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას. შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ამ მხრივ, კიდევ ერთხელ იქნა აღნიშნული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობა და ხელისუფლების მიერ ეუთოს რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობა.

ენმ-ის წარმომადგენლებმა ტიბელსს ასევე გააცნეს პარტიის ხედვა და გეგმები 2020 წლის არჩევნებამდე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს