რომან კაკულია გიგა ბოკერიასთან დაპირისპირებაზე - ვერ გეტყვით, ბოკერიამ თავის თავზე რატომ მიიღო

ვერ გეტყვით, ბოკერიამ თავის თავზე რატომ მიიღო ეს,- ასეთ განმარტებას აკეთებს ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მასსა და ბოკერიას შორის მომხდარ დაპირისპირებაზე და აცხადებს, რომ როცა 2008 წლის მოვლენებზე საუბრობდა, გიგა ბოკერიას ყველაზე ნაკლებად გულისხმობდა.

„მთელმა საქართველომ იცის, რომ იყო ასეთი არასასიამოვნო ფაქტი. ყველამ ნახა ის პირები, ვინც მაშინ წითელ ხიდზე იყო და ამ კონტექსტში მოვიხსნიე ეს და არც განსაკუთრებულ აპელირებას ვაპირებ ამაზე. ყველასგან შეიძლება მიიღო შენიშვნა, მაგრამ ვიღაცას აქვს ამის მორალური უფლება, ვიღაცას არა“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

შეგახსენებთ, პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს უსმენდნენ, გიგა ბოკერიასა და რომან კაკულიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

გიგა ბოკერია გაღიზიანება რომან კაკულიას სიტყვით გამოსვლამ გამოიწვია, რა დროსაც კაკულია მინისტრს სერგეი ლავროვის შეხვედრასთან დაკავშირებით კითხვას უსვამდა.

„პრინციპში, იმ ადამიანთა რიცხვს ვეკუთვნი, რომელიც თვლის, რომ ეს შეხვედრა იყო დაგვიანებული. ვცდილობ, თავი არ დავიკომპლექსო იმ ადამიანების შეგონებებით, რომლებიც რუსული ტანკი რომ დაიქოქება, მანქანას აზერბაიჯანისკენ ქოქავენ იმ წუთას. იმედია, თქვენთან არ არის ეს ამბავი“,-განაცხადა კაკულიამ.

აღნიშნულზე გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ კაკულია მას შეურაცხყოფას აყენებდა. შელაპარაკების შემდეგ გიგა ბოკერიამ დარბაზი დატოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო