დიმიტრი გვრიტიშვილი - სახეზეა ომბუდსმენის და არასამთავრობოების ერთ-ერთი ლიდერის ორკესტრირებული ქმედება, რათა ჩრდილი მიაყენონ მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურას

სახეზეა სახალხო დამცველის და არასამთავრობო სექტორის ერთ-ერთი ლიდერის ორკესტრირებული ქმედება, რათა ფაქტების მიჩქმალვით და საზოგადოებისთვის არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდებით, ერთი მხრივ, ჩრდილი მიაყენონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურას, მეორე მხრივ, დააზიანონ მოქმედი მოსამართლის საქმიანი რეპუტაცია, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესთან მიმართებით.

დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, ეს „დაუშვებელია და საერთოდ შეუთავსებელია სახალხო დამცველის მანდატთან".

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს. საუბარია ანგარიშზე, რომელიც ნინო ლომჯარიამ რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა და იუსტიციის საბჭომ გასულ სხდომაზეც იმსჯელა, თუმცა დღევანდელ სხდომაზე ამ ანგარიშთან დაკავშირებით კონტრარგუმენტები წარადგინა საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

როგორც ცნობილია, მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე სხდომებს სწორედ დიმიტრი გვრიტიშვილი ხელმძღვანელობდა, იქიდან გამომდინარე, რომ საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია.

დიმიტრი გვირიტიშვილმა დღევანდელ სხდომაზე ყურადღება გაამახვილა ომბუდსმენის მიერ მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრებისას აღმოჩენილ ხარვეზებზე, ე.წ. გრძელი სიის შედგენასა და კანდიდატთა განათლების ხარისხთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკაზე.

გვრიტიშვილი არ იზიარებს ნინო ლომჯარიას სპეციალურ ანგარიშს და აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები კანონის სრული დაცვით შეარჩია და პარლამენტშიც ამგვარად მოხდა ნომინირება.

„ანგარიშის ძირითად მიგნებებში, ასევე იურიდიული განათლების მოთხოვნასთან კანდიდატების შესაბამისობის ნაწილში საუბარია 5 კანდიდატზე: ზაზა თავაძეზე, შალვა თადუმაძეზე, მირანდა ერემაძეზე, გიორგი ტყავაძეზე და შოთა ლაითაძეზე, ვციტირებ დასკვნას, რომელთა მიერ უმაღლესი იურიდიული განათლების არანაკლებ მაგისტრის ხარისხის ქონა სათანადოდ არ არის დადასტურებული ან სერიოზულ კითხვებს წარმოშობს" , -აღნიშნა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

ამასთან, დიმიტრი გვრიტიშვილმა დეტალურად ისაუბრა, მოსამართლეობის თითოეული კანდიდატის განათლების ხარისხის შესახებ და შესაბამისი დოკუმენტაციაც წარმოადგინა. ასევე საბჭოს წევრმა ვასილ მშვენიერაძემ, სხდომაზე წარმოადგინა დოკუმენტი, თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სახელის შეცვლის შესახებ - უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს 1997 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, უნივერისტეტს დაერქვა ნ. დუმბაძის სახელობის ჰუმანიტარული ინსტიტუტი. მშვენიერაძის განმარტებით, უნდა მოიხსნას კითხვები, აღნიშნული ინსტიტუტის სახელწოდებასთან დაკავშირებით, თუ როდის შეიცვალა სახელი. ცნობილია, რომ აღნიშნული ინსტიტუტი გენერალურმა პრკურორმა, მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ დაამთავრა.

"აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით ჩავთვალეთ, რომ შალვა თადუმაძე აკმაყოფილებდა კანონით გათვალისწინებულ ნორმებს და მივიღეთ კანონიერი გადაწყვეტილება მისი კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ", - განაცხადა გვრიტიშვილმა.

საბჭოს დღევანდელ სხდომას ესწრება მირანდა ერემაძე და გიორგი ტყავაძე, რომლებიც გეგმავენ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას სახალხო დამცველის ანგარიშის იმ ნაწილთან დაკავშირებით, სადაც მათი განათლების ხარისხია სადავო.

ამასთან, დიმიტრი გვრიტიშვილმა მოსამართლე ტყავაძის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაციაც წარმოადგინა.

სხდომას ესწრება სახალხო დამცველის წარმომადგენელიც.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს