არჩილ თალაკვაძემ კორეელ კოლეგასთან საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე იმსჯელა

დღეს გვქონდა პირველი დისკუსია ჩემს კოლეგასთან საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კორეელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ამ მიმართულებით მოლაპარაკებები გაგრძელდება და ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდება.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კორეულ დელეგაციას გააცნეს საქართველოში გატარებული რეფორმები და საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციონირების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

"საქართველოსა და კორეას შორის სექტორული თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება. ქართულ ბაზარზე წარმატებულად ოპერირებენ უმსხვილესი კორეული კომპანიები, ჩვენს ქვეყნებს შორის იზრდება ეკონომიკური თანამშრომლობა და სულ მეტი კორეელი სტუმრობს საქართველოს. ფართოვდება კულტურული და სამეცნიერო კავშირები. თავისთავად ის ფაქტი, რომ უფრო მეტი კორეელი ოჯახებთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას, რომ ჩამოვიდეს საქართველოში და ნახოს ქართული სტუმარ- მასპინძლობა, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის არის უფრო მეტი ნდობა დღეს და სულ უფრო მეტი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, რომ მეგობრობა იქონიოს საქართველოსთან. ჩვენ რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ამ ურთიერთობებში და ჩემი კოლეგის ჩამოსვლა საქართველოში არის კიდევ ერთი სიგნალი იმის დემონსტრირებისთვის, რომ ეს ურთიერთობები დღეს არის უფრო ძლიერი. ჩვენი პასუხისმგებლობა არის კიდევ უფრო გავაძლიეროთ თანამშრომლობა და მეგობრობა. ამ მიზნით აქტიურად ვმუშაობთ. საპარლამენტთაშორისო კავშირები არის ბევრად აქტიური და დიპლომატიური არხებით კეთდება მაქსიმუმი ამ მიმართულებით,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, მან კოლეგას გამოწვევებიც გააცნო. ამ მხრივ არჩილ თალაკვაძემ ოკუპაციის პრობლემაზე ისაუბრა და კორეის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. როგორც მან აღნიშნა, იქაც "მწვავედ დგას ხელოვნური ბარიერების აღმართვის საკითხი და ამ მხრივ საქართველი კორეის სანდო საერთაშორისო პარტნიორია".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა