იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა და საბჭოს წევრებმა იკამათეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის შესახებ სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშს განიხილავენ, სახალხო დამცველის წარმომადგენელსა და საბჭოს წევრებს შორის კონკრეტულ საკითხთან მიმართებით უთანხმოებას ჰქონდა ადგილი.

სახალხო დამცველის სპეციალური წარმომადგენელი, თათული თოდუა საუბრობდა იმაზე, თუ რა ხარვეზები გამოავლინა ომბუდსმენის ანგარიშმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისას. მისი თქმით, 2019 წლის 7 ივნისს მაშინ, როცა საბჭოს მდივანმა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა გიორგი მიქაუტაძემ სხდომის წაყვანის თაობაზე თვითაცილების საკითხი დააყენა, კენჭისყრა არ ჩატარებულა და სხდომას კენჭისყრის გარეშე უხელმძღვანელა მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა. სახალხო დამცველის წარმომადგენლის თქმით, ეს დარღვევაა.

თათული თოდუას ეს არგუმენტი საბჭოს წევრებმა არ გაიზიარეს რა დროსაც, საბჭოს აპარატის წარმომადგენელმა სიზუსტისთვის 7 ივნისის სხდომის ვიდეო-ოქმი წარმოადგინა. იუსტიციის საბჭოს წევრებისა და აპარატის წარმომადგენლის თქმით, მათ მიერ წარმოდგენილი ვიდეო-ოქმი ასახავს 7 ივნისს სხდომას, სადაც ჩანს, რომ ტარდება კენჭისყრა და ამის შემდეგ უძღვება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ სხდომას მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი.

ამის მიუხედავად, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა თათული თოდუამ არ შეცვალა მისი პოზიცია. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ 7 ივნისის აღნიშნულ სხდომას ესწრებოდა, კენჭისყრის შედეგები არ მოუსმენია და საბჭოს მიერ დღეს წარმოდგენილ ვიდეო-მასალის ნამდვილობას ვერ გაიზიარებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა