საქართველოში პირველად, „ალდაგის“ მხარდაჭერით, საერთაშორისო აქტუარული კონფერენცია ჩატარდა

„ალდაგის“ მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო აქტუარული ასოციაციის ზოგადი დაზღვევის სექციის, ASTIN-ის კონფერენცია - ASTIN CAUCASUS LOCAL CHAPTER გაიხსნა.

როგორ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ალდაგიდან“ აცნობეს, კონფერენცია რეგიონში პირველად ტარდება და მიზნად ისახავს ადგილობრივი აქტუარული პროფესიის განვითარებას. კონფერენციას ესწრებიან სადაზღვევო ბიზნესის, კონკრეტულად კი აქტუარული სფეროს წარმომადგენლები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას ადგილობრივ პროფესიონალებს უზიარებენ.

კონფერენციის თემები მთლიანად მორგებულია საქართველოს სადაზღვევო ბიზნესისისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. ღონისძიების ფარგლებში შედგა თემატური მოხსენებები და ვორქშოფები, სადაც პროფესიონალებმა აქტუარულ მიმართულებაში არსებულ გამოწვევებსა თუ მიღწევებზე ისაუბრეს და სფეროს განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

აქტუარული შეფასებისა და რისკის მოდელები, სადაზღვევო პროდუქტების ტარიფები, ბაზრის სტატისტიკა, პრაქტიკული ქეისები, გადაზღვევის გადაწყვეტები, მონაცემთა მნიშვნელობა, ეს ის თემებია, რომელსაც ორდღიანი კონფერენცია მოიცავს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიყოთ საქართველოში პირველი საერთაშორისო აქტუარული კონფერენციის მხარდამჭერები, რადგან ვთვლით, რომ სადაზღვევო სფეროს განვითარება და მიღწევები მნიშვნელოვანწილად დგას აქტუარის პროფესიონალიზმზე. ალდაგი, როგორც ყველაზე გამოცდილი სადაზღვევო კომპანია, ამ მიმართულებას თავის ძლიერ მხარედ მიიჩნევს და სურს, კიდევ უფრო შეუწყოს ხელი საქართველოში სადაზღვევო ბიზნესის და კონკრეტულად აქტუარის პროფესიის განვითარებას. გვიხარია, რომ გვაქვს საშუალება კოლეგებს გავუზიაროთ ამ სფეროში არსებული საერთაშორისო გამოცდილება,“ - განაცხადა „ალდაგის“ მთავარმა აქტუარმა, გიორგი აბაშიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა