მარატ ატამურადოვი - დევნილთა განსახლების კრიტერიუმების შემუშავებაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი იყო ჩართული

გვჯერა, რომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას იძულებით გადაადგილებული პირების სასარგებლოდ გამოადგება, - ამის შესახებ გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის რეგიონალური პროგრამის ხელძღვანელმა მარატ ატამურადოვმა განაცხადა.

მისი თქმით, დევნილების მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმები შესაძლებლობას იძლევა, გაგვისაზღვროს, ვის უფრო მეტად სჭირდება სახელმწიფოს დახმარება.

„გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისთვის იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი სააგენტო შეფასების კრიტერიუმების შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო სექტორთან და სამინისტროსთან ერთად. გვჯერა, რომ ჩვენს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას გამოადგება იძულებით გადაადგილებული პირების სასარგებლოდ. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი იმ საორგანიზაციო კომიტეტში შედიოდა, რომელიც სამინისტრომ შექმნა და იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების სტრატეგიის შემუშავებაში აქტიურად იღებდა მონაწილეობას. კრიტერიუმები გვაძლევს შესაძლებლობას განვსაზღვროთ ის ადამიანები, ვისაც უფრო მეტად სჭირდება სახელმწიფოს დახმარება. რა თქმა უნდა, იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების გადაჭრა მარტივი არ არის, თუმცა გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად გააგრძელებს”, - განუცხადა მარატ ატამურადოვმა ჟურნალისტებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა