სსფ-ის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი - საქართველო სსფ-ის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის მიმართულებით საკმაოდ კარგად პროგრესირებს

საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის მიმართულებით საკმაოდ კარგად პროგრესირებს, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა, ვიტორ გასპარმა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან გამართული შეხვედრისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გამართული მოლაპარაკებებისას, მხარეებმა განიხილეს საგადასახადო ადმინისტრირების, სახელმწიფო ინვესტიციების, ფისკალური რისკების მართვისა და ფინანსთა სამინისტროსთვის ტექნიკური დახმარების საკითხები.

როგორც სსფ-ის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, საქართველო თანმიმდევრულად ასრულებს საგადასახადო პოლიტიკის საშუალოვადიანი სტრატეგიით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

„საქართველო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის მიმართულებით საკმაოდ კარგად პროგრესირებს. დეფიციტი შემცირდა, ამავე დროს, გაუმჯობესდა ხარჯვის პრიორიტეტებიც ინფრასტრუქტურისა და სოციალური მიმართულებებით. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც სავალუტო ფონდთან ერთად, ყველაზე მეტად არის ჩართული შესაძლებლობების განვითარებაში. სამომავლოდ, კიდევ უფრო მეტს ვიმუშავებთ საჯარო ფინანსების რისკების მართვის საკითხებზე, რომელიც ასევე გულისხმობს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების პროცესის გაუმჯობესებას. ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმა“, - განაცხადა ვიტორ გასპარმა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ფისკალური რეფორმების განხორციელების პროცესში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო