20 ივნისის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული ყოფილი სპეცრაზმელი ბრალს სრულად აღიარებს

20 ივნისს, პარლამენტის წინ აქციის დაშლისას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე ბრალდებული ყოფილი სპეცრაზმელი ლევან იმერლიშვილი ბრალს სრულად აღიარებს.

ამის შესახებ სასამართლო პროცესზე ლევან იმერლიშვილის ადვოკატმა, ანი კოტეტიშვილმა განაცხადა.

სასამართლოში ჩვენება მისცა სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა ზურაბ გრიგოლაშვილმა, რომელმაც დაზარალებულს ექსპერტიზა ჩაუტარა.

ამასთან, საქმის პროკურორი გიორგი მუჯირი აცხადებს, რომ აღკვეთის ღონისძიების განხილვის არც ერთ სტადიაზე ბრალდების მხარე ლევან იმერლიშვილის მიმართ გირაოს გამოყენებას არ ეთანხმებოდა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ მუჯირმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს სასამართლოში დაკითხულმა სამედიცინო ექსპერტმა დაზარალებულისთვის მიყენებულ დაზიანებებზე ისაუბრა.„ექსპერტმა დეტალურად ისაუბრა დაზარალებულისადმი მიყენებულ ჯანმრთელობის დაზიანებაზე, ხარისხზე, ხანდაზმულობაზე და დაზიანების განვითარებაზე. კერძოდ, დაზარალებულს აღენიშნებოდა ექსკორაციები ტუჩის ქვედა ნაწილში და ცხვირზე ჰქონდა დაზიანება, ასევე მოტეხილი ჰქონდა ნეკნი. დაზიანებები მიყენებული იყო ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად",- განაცხადა გიორგი მუჯირმა.

შეგახსენებთ, ლევან იმერლიშვილი გასულ სხდომაზე 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

შემდეგი სასამართლო სხდომა 28 ნომებერს, 16:00 საათზე დაინიშნა.

იხილეთ ვიდეო: 20 ივნისის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული ყოფილი სპეცრაზმელი ბრალს სრულად აღიარებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა