ეკა ბესელია - დაცვის მოხსნა რომ მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ მომხდარიყო, მართლაც შეიძლებოდა ხაზგასმით თქმა, რომ პერსონალური გადაწყვეტილებაა

ეს რომ მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ მომხდარიყო, მართლაც შეიძლებოდა ხაზგასმით თქმა, რომ პერსონალური გადაწყვეტილება იყო, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შეფასებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სახელმწიფო დაცვის შენარჩუნების საჭიროება არ აქვს და მას დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაცვა მოეხსნება.

ეკა ბესელიას განცხადებით, მაშინ, როდესაც აღნიშნული მიმართულებით კანონი იცვლებოდა, საუბარი იყო არა მხოლოდ პრეზიდენტზე, არამედ პრემიერ-მინისტრზე და პარლამენტის თავმჯდომარეზეც.

„ანუ, დაცვის სერვისით სარგებლობა არა განუსაზღვრელი ვადით, არამედ კონკრეტული ვადით მოხდებოდა და შემდეგ საჭიროების შემთხვევაში. ყოფილი სახელმწიფო თანამდებობის პირების მხრიდან თუ იქნებოდა რაიმე ინფორმაცია მათი უსაფრთხოების თაობაზე, ასეთ შემთხვევაში მთავრობას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება. კონკრეტულად ეს გადაწყვეტილება ეხება არამხოლოდ პრეზიდენტს, არამედ პრემიერსაც დ პარლამენტის თავმჯდომარესაც. მე არ მომეწონა და კრიტიკულად შევხედე იმ ცვლილებას, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაჩნდა, პერსონალურად მორგებული ჩანაწერი დაცვის სამსახურთან დაკავშირებით და პარლამენტის თავმჯდომარეს ექნებოდა საშუალება გაგრძელებოდა კიდევ ერთი მოწვევის ვადით ის დამატებითი სერვისი, რომლითაც ის სარგებლობს. ეს იყო ნამდვილად მორგებული კონკრეტულ გვარებზე, როდესაც გაუგრძელეს ვადა და მაშინ ღიად გავაკრიტიკე”,-განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს 16 დეკემბრიდან სახელმწიფო დაცვა მოეხსნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში განუცხადეს, მოცემულ ეტაპზე არ იკვეთება რაიმე გარემოება, რის გამოც გიორგი მარგველაშვილისთვის სახელმწიფო დაცვის შენარჩუნება აუცილებელი იქნებოდა. თავად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კანონში გაჩენილ ახალ ჩანაწერს, რომ მაღალი თანამდებობის პირებს უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 1 წლის შემდეგ სახელმწიფო დაცვა აღარ დაიცავს, პერსონალურად მასზე მორგებულ ცვლილებად მიიჩნევს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს