დავით ზალკალიანმა გიგა ბოკერიას ფურცელი გადასცა, სადაც, მისი თქმით, ის განცხადებებია, რომელიც მან მედიასთან ლავროვთან შეხვედრის წინა დღეს გააკეთა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის, გიგა ბოკერიას ბრალდებას უპასუხა და პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ფურცელი გადასცა, სადაც ზალკალიანის თქმით, ის განცხადებებია ჩამოთვლილი, რომელიც მას მედიასთან რუსეთის საგარეო-საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის წინა დღეს აქვს გაკეთებული.

ამ ფორმით უპასუხა ზალკალიანმა ბოკერიას ბრალდებას, რომლის მიხედვითაც სერგეი ლავროვთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ იყო ცნობილი.

„წინა დღით იყო ეს განცხადება გაკეთებული, გადმოგცემთ ჩემს ინტერვიუს, რომელიც წინა დღით გაკეთდა, როგორც უკვე აღვნიშნე. ეს ხდებოდა ოპერატიულ რეჟიმში, იქ [ნიუ იორკში] მიმდინარე შეხვედრებიდან გამომდინარე. მე მქონდა შეთანხმებული პრემიერ-მინისტრთან ეს შეხვედრა. რაც შეეხება პარლამენტს, ამის ვალდებულება არ მქონდა, თუმცა როგორც უკვე ვთქვი, იქ იყო სოფიო ქაცარავა და მას ვაცნობე ნიუ იორკშივე ამის შესახებ. ამ შეხვედრის ინიცირება მოხდა ნიუ იორკში შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ,“ - აღნიშნა ზალკანიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს