ირაკლი სესიაშვილი - დაცვის მოხსნაზე გიორგი მარგველაშვილის აღშფოთება იყო არამარტო უსაფუძვლო, არამედ მარტივი პოლიტიკური სპეკულირება

ერთი წლის წინ ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ და ყოფილ პრეზიდენტებს საშუალება აქვთ, რომ ერთი წლით შეინარჩუნონ დაცვა. თუ არ ვცდები, ამ კანონზე სწორედ მარგველაშვილის, როგორც პრეზიდენტის, ხელმოწერაა. ამიტომ, მისი დღევანდელი აღშფოთება ან პოლიტიკური სპეკულირება აბსოლუტურად უსაფუძვლო და უადგილოა, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა მედიასთან განაცხადა, რითაც ის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პოზიციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სახელმწიფო დაცვის შენარჩუნების საჭიროება არ აქვს და მას დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაცვა მოეხსნება.

სესიაშვილის თქმით, კანონი ყველასთვის არის კანონი.

„ბატონ მარგველაშვილს როდესაც დაცვა მოუხსნეს, ეს იყო კანონით გათვალისწინებული ღონისძიება. მადლობა ღმერთს, რომ ამ ქვეყანაში ყოფილი თანამდებობის პირების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ამიტომ მისი ეს აღშფოთება იყო არამარტო უსაფუძვლო, არამედ მე ვიტყოდი, მარტივი პოლიტიკური სპეკულირება”,-განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისთვის,საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს 16 დეკემბრიდან სახელმწიფო დაცვა მოეხსნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში განუცხადეს, მოცემულ ეტაპზე არ იკვეთება რაიმე გარემოება, რის გამოც გიორგი მარგველაშვილისთვის სახელმწიფო დაცვის შენარჩუნება აუცილებელი იქნებოდა.

თავად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კანონში გაჩენილ ახალ ჩანაწერს, რომ მაღალი თანამდებობის პირებს უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 1 წლის შემდეგ სახელმწიფო დაცვა აღარ დაიცავს, პერსონალურად მასზე მორგებულ ცვლილებად მიიჩნევს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა