დავით ზალკალიანი -  ავტოკეფალია უკრაინის წინა საგარეო საქმეთა მინისტრს  საჯაროდაც მივულოცე, პირადადაც, „ტვიტერზეც“ დავწერე მილოცვა და „ფეისბუქზეც“

უკრაინის ავტოკეფალია ჩემს წინა კოლეგას საჯაროდაც მივულოცე, პირადადაც, „ტვიტერზეც“ დავწერე მილოცვა და „ფეისბუქზეც“ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა პარალმენტში უკრაინისთვის ავტოკეფალიის მილოცვის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინა და საქართველო, საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის კუთხით, ერთმანეთის ინიციატივებს მხარს უჭერენ და მომავალშიც ასე გაგრძელდება.

„რაც შეეხება უკრაინის ეკლესიის აღიარებას, მე მივულოცე წინა კოლეგას. ასევე, ეს იყო ჩემი საჯარო განცხადებაც, „ტვიტიც“ მქონდა, „ფეისბუქზეც“ მივულოცე და პირადად მასაც მივულოცე. უფრო მეტიც, ჩვენმა ელჩმა მონაწილეობა მიიღო მიტროპოლიტ ეპიფანეს ინტრონიზაციის ცერემონიაში, რომელიც კიევში ჩატარდა და იქ რამდენიმე საელჩო იყო წარმოდგენილი. ერთ-ერთი გახლდათ საქართველოს საელჩო. რა თქმა უნდა, ჩვენ უკრაინასთან ყველა მიმართულებით გვექნება კონსულტაციები, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის კუთხით, ჩვენ ერთმანეთის ინიციატივებს ვუჭერთ მხარს და მომავალშიც დავუჭერთ“, - განაცხადა ზალკალიანმა „მინისტრის საათის“ ფორმატში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა