სემინარი „ნატო - არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ გაიხსნა

17 ოქტომბერს, ნატოს დღეები 2019-ის ფარგლებში მასწავლებლებისთვის ორდღიანი სემინარი „ნატო - არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ გაიხსნა , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ნატო-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სემინარში მონაწილეობენ პედაგოგები როგორც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონიდან, კერძოდ, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებიდან, ასევე, თბილისიდან.

სემინარი საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და საქართველოში პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მარიუშ მაშკიევიჩმა გახსნეს. გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს პედაგოგების ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ჩართულობისა და მოსახლეობამდე ალიანსის მიზნების, ამოცანებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სარგებელის შესახებ სწორი გზავნილების გავრცელების მნიშვნელობაზე.

„ორი დღის განმავლობაში მასწავლებელები მიიღებენ ინფორმაციას როგორც ევროატლნატიკური ინტეგრაციის, ასევე, ევროპული ფასეულობების შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სემინარზე მომხსენებლეები არიან როგორც საჯარო სექტორის, ასაევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რადგან პედაგოგების განსხვავებული ასპექტებიდან მიიღებენ ინფორმაციას. მასწავლებელები ჩვენი საზოგადოების უმნიშვნელოვანესი სამიზნე ჯგუფია, რადგან სწორედ მათ უკავშირდებათ მოქალაქის ჩამოყალიბება, განვითარება და ცოდნის დაგროვება. ვცდილობთ, მასწავლებელი გავხადოთ მნიშვნელოვანი მოკავშირე საზოგადოებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ევროპული ინსტუტების შესხებ ინფორმაციის მიწოდებისა და მედეგობის გაძლიერების პროცესში,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან თამარ წულეისკირმა.

ორი დღის განმავლობაში პედაგოგები შეხვდებიან ექსპერტებს, სამთავრობო სტრუქტურების, ასევე, ნატოსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და გაეცნობიან ნატოს ისტორიას, ნატო-საქართველოს თანამშრომლობას, ანტიდასავლური პროპაგანდის თავისებურებებსა და მასთან ბრძოლის მეთოდებს, ნატოს როლს სამხრეთ კავკასიაში, საქართველოს მონაწილეობას სამშვიდობო მისიებში, კიბერუსაფრთხოების როლს ნატო-ს დღის წესრიგის ტრანსფორმაციაში, ნატოსა და საქართველოს პარტნიორობას შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში და სხვ.

ორდღიან სემინართა ციკლი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით უკვე მეშვიდე წელია ტარდება. პროექტის ფარგლებში, ნატოს თემაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 700-ზე მეტი პედაგოგი გადამზადდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა