პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრ სიმონ ნოზაძეს გიგა ბოკერიამ „საბჭოთა უშიშროების ყოფილი პოლკოვნიკი“ უწოდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენდნენ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი გიგა ბოკერია და „ქართული ოცნების“ დეპუტატი სიმონ ნოზაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. გიგა ბოკერიას გაღიზიანება სიმონ ნოზაძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა.

„შედეგები სახეზეა, თქვენმა პოლიტიკამ კრახი განიცადა, ჩაგითრიეს იმ ომში, დაგაკარგვინეს ტერიტორიები, ეს იყო თქვენი პოლიტიკის საბოლოო შედეგი. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს გინდათ ამ ხელისუფლებასაც შეცდომა დააშვებინოთ, მერე თქვათ, აი, თქვენც ხომ დაუშვით შეცდომა, არის საკითხები, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ და ნუ მოვაბეზრებთ თავს წუწუნით ჩვენს პარტნიორებს. აუცილებელი არ არის მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობა, არამედ ურთიერთობა აფხაზეთთან და ცხინვალთანაც. ამაში მე დასაძრახს ვერ ვხედავ, ეს ხომ ტაქტიკური შეხვედრა იყო ლავროვთან. ჩვენ სწორი გზით მივდივართ. ლავროვი ახლა იმას იტყოდა, რომ ეს ნამდვილად ოკუპაციააო? შეხვედრა იმიტომ ტარდება, რომ რუსული და ქართული მხარე თავის პოზიციებს დააფიქსირებენ, დიალოგი უნდა გაგრძელდეს. რაც შეეხება თქვენს დაჟინებულ პოზიციას, რომ მოვითხოვოთ რუსეთს ეკონომიკური სანქციები ჩვენი გულისთვისაც გამოუცხადონ - სანქციები უმკაცრესი აქვს რუსეთს და კიდევ უფრო მკაცრდება. ბატონო გიგა, საკმარისია, რომ ჩვენ მოვითხოვოთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, რუსეთი დაიწყებს სათანადო ეკონომიკური სანქციების გატარებას და გაცილებით მეტად დაზარალდება ჩვენი ეკონომიკა. მე მგონია, ეს ექსპრეზიდენტის პოზიცაა, ის ნეგატივის გარდა სხვა გზას ვერ ხედავს, თავის ადგილი ჰპოვოს საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში. მე მგონია, რომ ეს წინასწარ შეთანხმებული თამაშია, მაგრამ მეტისმეტი მოგივიდათ და გადაამლაშეთ. ჯვარი სწერია საქართველოს, სააკაშვილი რომ დაბრუნდეს საქართველოში, პირველი თქვენ მიირბენთ მასთან. ნუ გვეშინია სიმართლის თქმის. მე პირადად მისაღებად მიმაჩნია, რომ დეპუტატები შევხვდეთ დეპუტატებს, თუ ოპოზიციაც ჩაერთვება, კი ბატონო”,-განაცხადა ნოზაძემ.

სიმონ ნოზაძის ამ განცხადებაზე გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ვერ გაიგო თუ ვისი სახელით გამოდიოდა „საბჭოთა უშიშროების ყოფილი პოლკოვნიკი“.

“ბოდიში, არ ვისმენდი და ვერ გავიგე ზუსტად ვისი სახელით გამოდიოდა საბჭოთა საოკუპაციო უშიშროების ყოფილი პოლკოვნიკი, უმრავლესობის სახელით თუ თავის ფრაქციის. თუ უმრავლესობის სახელით არ იყო, უმრავლესობას ვთხოვ დააფიქსიროს, ამ პოზიციას იზიარებს თუ არა“,-განაცხადა ბოკერიამ, რასაც მასსა და სიმონ ნოზაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

სიტყვიერ დაპირისპირებაში დეპუტატი ილია ნაკაშიძეც ჩაერთო. ვითარება მანდატურებმა განმუხტეს და გიგა ბოკერია დარბაზიდან გაიყვანეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა