გიგა ბოკერია სიმონ ნოზაძეზე - ოფიციალურად საბჭოთა კაგებეს მაიორი ვიყავიო - შემშლია, ბოდიშს ვიხდი, პოლკოვნიკი არ ყოფილა, მაიორია

ოფიციალურად საბჭოთა კაგებეს მაიორი ვიყავიო, შემშლია, ბოდიშს ვიხდი, პოლკოვნიკი არ ყოფილა, მაიორია,- ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განუცხადა, როდესაც უმრავლესობის წევრ სიმონ ნოზაძესთან სიტყვიერი დაპირისპირების შესახებ კომენტარი გააკეთა.

"როცა წარსულზე საუბარს იწყებს საბჭოთა საოკუპაციო კაგებეს თანამშრომელი და მერე სწყინთ და შეურაცხყოფილები არიან, როცა ინტელექტუალურად იჩაგრებიან და რატომ გვტკენთ გულსო და ბევრჯერ ვატკენთ გულს იმიტომ, რომ მათი პოლიტიკა ვნებს საქართველოს და მეორე- მორალური სტანდარტი არსებობს. მე ვიღებ წინა ხელისუფლების კრიტიკას, მაგრამ საბჭოთა რეჟიმის წარმომადგენელ ვოლსკისგან ან სხვისგან როცა ეს ისმის, ყოველთვის გავახსენებ, რომ ისინი იყვნენ საქართველოს ოკუპანტების ხელისუფლების წარმომადგენლები. ისეთ კომპრომისზე კი არ იყვნენ წასულები, რომ პარტიის წევრები იყვნენ, ასეთი ბევრი იყო, ასეთი დრო იყო, მესმის. მორალს არ ვკითხულობ, მაგრამ როცა რეჟიმს წარმოადგენ და მით უმეტეს კაგებეს, ყველამ ვიცით, რაზეა ლაპარაკი. სიმონ ნოზაძეზე ვსაუბრობ, რომელმაც წაგვიკითხა დიდი არზა, ვინ არის მოგზავნილი და ვინ არა. ოფიციალურად საბჭოთა კაგებეს მაიორი ვიყავიო, შემშლია, ბოდიშს ვიხდი, პოლკოვნიკი არ ყოფილა, მაიორია",- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

სიმონ ნოზაძესა და გიგა ბოკერიას შორის დაპირისპირება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხდა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს უსმენდნენ. ნოზაძის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ბოკერიამ მას „საბჭოთა უშიშროების ყოფილი პოლკოვნიკი უწოდა“, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. მანდატურებმა გიგა ბოკერია დარბაზიდან გაიყვანეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა