კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ კანონდარღვევით გასხვისებული წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვა

კომუნიკაციების კომისიამ 17 ოქტომბერს შპს „კავკასუს ონლაინი“ სამართალდამრღვევად ცნო და კანონდარღვევით გასხვისებული წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია 5%-ზე მეტი წილის გასხვისების განზრახვის შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისიას მიმართოს და მისგან მიიღოს თანხმობა. „კავკასუს ონლაინმა“ წილების გასხვისება კომისიის წინასწარი ინფორმირების გარეშე განახორციელა, რითაც მოქმედი კანონმდებლობა დაარღვია. კომპანიას წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან სამი კვირის ვადა განესაზღვრა.

კომისიის განცხადებით, წილების გასხვისების, შერწყმის ან შესყიდვის დროს, პრინციპულად მნიშვნელოვანია ავტორიზებულმა პირმა თანხმობისთვის მიმართოს კომისიას, რათა კომისიამ ბაზარზე არსებული მდგომარეობა შეისწავლოს და შეაფასოს, ესა თუ ის გადაადგილება ბაზარზე კონკურენციის კუთხით რაიმე გავლენას ხომ არ ახდენს.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელიც ეხება „კავკასუს ონლაინს“, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ცვლილებას, იმიტომ, რომ აღნიშნულმა ტრანზაქციამ გარკვეული საკომუნიკაციო სერვისების მიწოდების თვალსაზრისით, არა მხოლოდ საქართველოს შიდა ბაზარზე შეიძლება მოახდინოს გავლენა, არამედ რეგიონალურ ბაზარზე მის კონკურენტუნარიანობას შეიძლება მიაყენოს ზიანი.

ყველას კარგად გვესმის, რომ შესაძლოა ბენეფიციარის ცვლილებასთან ერთად გარკვეულ სტრატეგიებში და სამომავლო ხედვებში ფუნდამენტური ცვლილებები შეიძლება მოხდეს, სწორედ ამ რისკების დაზღვევისთვის ითვალისწინებს კანონმდებლობა, კომისიის წინასწარ ინფორმირებას და საკითხის საფუძვლიან შესწავლას. ფაქტი სახეზე გვაქვს, რომ ბენეფიციარის ცვლილება მოხდა და სერიოზულ დარღვევასთან გვაქვს საქმე. „კავკასუს ონლაინი“ ერთადერთი მსხვილი რეგიონალური ინფრასტრუქტურული მოთამაშეა, რომელიც ევროპულ რეგიონს პირდაპირ აკავშირებს ჩვენს რეგიონთან, სწორედ ამიტომაც, არის აღნიშნული ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კახა ბექაურმა კომისიის სხდომაზე.

დამატებით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელ კომპანიაზე გაასხვისა წილები „კავკასუს ონლაინმა“, კომისია ინფორმაციას არ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ შპს „კავკასუს ონლაინმა“ ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილება 2016 წლის ოქტომბერშიც განახორციელა, მაშინ აღნიშნული ცვლილება კომისიის თანხმობით მოხდა და კომპანიას დაევალა, რომ ნებისმიერი სხვა ცვლილების დროს, კომისიისგან წინასწარი თანხმობა მიეღო, რასაც 2019 წლის აგვისტოში განხორციელებული ცვლილებების დროს ადგილი არ ჰქონია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა